ბათუმის ბულვარსა და სანაპირო ზოლში აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “ფორტუნას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ბულვარსა და სანაპირო ზოლის გასწვრივ სანდასუფთავების და სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
“სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. გატანილია დამტვრეული ხეები. ამდრომდე მიმდინარეობს ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვის სამუშაოები. დაწყებულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა.რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმისა და ზღვაში წარმოქმნილი შტორმის შედეგად ზიანი როგორც ქალაქის ტერიტორიას, ასევე სანაპირო ზოლსაც მიადგა,”- განაცხადეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში.
შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში დაახლოებით 300-დან 500 მ. მანძილზე პრომინადი დააზიანა. ჩამოშლილია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი, წაღებულია რამდენიმე სკამი, წაიქცა გარე განათებისრამდენიმე ბოძი, რომლებიც დილით საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ნაპირზე ამოიტანეს. ბოძები უახლოეს დღეებში დაუბრუნდება თავის ადგილს. გუშინდელი ძლიერი წვიმისშედეგად დაიტბორა ე.წ „ჭაობის“ დასახლების რამდენიმე ქუჩაზე სააცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შპს ,,ბათუმის წყლის” ყველა მობილური ჯგუფიმობილიზებული იყო და მიმდინარეობდა ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები. ეზოებიდან წყლის ამოტუმბვა წვიმის გადაღებისთანავე მოხდა.
როგორც აჭარის ფინანსთა დაეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, დილიდან ყველა კოლექტორი ჩვეულ რიტმში მუშაობს და გაწმენდილია ზღვაში ჩამავალი არხებიც. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი და დენი. “სანაპირო ზოლის გამაგრებასთან დაკავშირებით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტშიგათვალისწინებულია და ოქტომბრის თვის ბოლოსთვის დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები. ამ პროექტისთვის 12 მლ. ევრომდე დაიხარჯება. მოეწყობა 2 კმ სანაპირო ზოლი.“- განაცხადა ბოლქვაძემ.
ბათუმის სანაპიროებზე შენარჩუნებულია წითელი ალმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. ბათუმის სანაპიროებზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციებისსამსახურში აცხადებენ, რომ საღამოს ღელვა 2 ბალამდე დაიკლებს. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშრებით ბათუმის მერიაში, შ.პ.ს. „ბათუმის წყალსა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მუშაობს ცხელი ხაზი. უამინდობისა და შტორმისგან მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
