LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის გუდვილში მომხმარებელს საჩუქრებს გადასცემენ

1351

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ ”ბათუმი მოლში” მდებარე ”გუდვილის” ფილიალში საზაფხულო აქცია იწყება. მომხმარებელი უქმეებზე შეძლებს, გარკვეული საჩუქრები მიიღოს. როგორც ”ფორტუნას” სუპერმარკეტების ქსელიდან აცნობეს, აქცია მიმდინარე კვირის უქმეებზე ამოქმედდება.

”ჩვენთან უქმეებზე მოსული მომხმარებელი, 100 ლარიან შენაძენზე დასაჩუქრდება. ვგეგმავთ, ეს აქცია 3 კვირა გაგრძელდეს, ანუ 3 უქმეებზე. საჩუქრებს რაც შეეხება, მომხმარებელი სხვადასხვა სახის საჩუქარს მიიღებს. აღნიშნული აქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ქალაქ ბათუმს ეხება”, – განმარტავენ ”გუდვილში”.

ცნობისთვის, ”გუდვილი” საქართველოში პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია. აქ წარმოდგენილია 50 000 დასახელების პროდუქტი. კომპანია გერმანული, ჰოლანდიური, იტალიური, ფრანგული, ბულგარული, უკრაინული საკვები და არასაკვები პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები