ბათუმი შავი ზღვის ჯაზფესტივალის მეთერთმეტედ ჩასატარებლად ემზადება. ჩოგბურთის კორტებზე ორგანიზატორები უფრო მეტი მაყურებლისთვის ამზადებენ სივრცეს, ის სამ სეგმენტადაა დაყოფილი – ვიაიპი, ოქროს და ვერცხლის ზონები.
ბილეთების გაყიდვა საიტზე tkt.ge 27 მარტიდან მიმდინარეობს. ახლახან „ფორტუნასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ვიაიპი ზონაში მოსახვედრი 1000-ლარიანი ბილეთები, რომელიც 7 კონცერტზე დასწრების საშუალებას იძლევა, მთლიანად გაყიდულია. ამჟამად დარჩენილია მხოლოდ 400-ლარიანი აბონემენტები, რომლითაც კორტებზე სამ კონცერტს დაესწრებით და ბილეთები ვერცხლის ზონაში, რომელთა შეძენაც ცალ-ცალკე შეგიძლიათ. ყველა ტიპის შეთავაზებაზე მოქმედებს „თიბისი სტატუსის“ ფასდაკლების შესაძლებლობა, 15-20%.
შეგახსენებთ, რომ წელს სულ შვიდი კონცერტი გაიმართება. 27 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, მუსიკოსები ხან ჩოგბურთის კორტების, ხანაც „Take Five“-ის სცენებს დაიკავებენ.
პროგრამა კი ასეთია:
ბათუმის ჩოგბურთის კლუბი:
- 28 ივლისი , 19:00 – JAMIROQUAI ;
- 29 ივლისი , 19:00 – DE LA SOUL ;
- 30 ივლისი , 19:00 – JOSS STONE ;
ფესტივალის პროგრამა კლუბი Take 5:
- 27 ივლისი , 19:00 – კლუბი TAKE 5 – CORY HENRY AND THE APOSTLES
- 28 ივლისი – Matthew Harnet & Global Gumbo All Stars
- 29 ივლისი – Lou Berry
- 30 ივლისი – MF ROBOTS
ნინო მურღულია