LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის კლინიკიდან კიდევ ერთი პაციენტი გაეწერა

121
medalfa-750x430

ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი ტოვებს.
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთა რაოდენობა 21-მდე შემცირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან კლინიკის დირექტორმა, ინგა ხოზრევანიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, კლინიკაში კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომლებსაც  განმეორებითი საკონტროლო ტესტი ჩაუტარდებათ.

„დღეს კლინიკას დატოვებს კიდევ ერთი პაციენტი. ის უკვე გავწერეთ, დაგვრჩება 21, რომელთაგან 19-ის მდგომარეობა სტაბილურია, ორის კი შედარებით მძიმეა. ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს“, – განაცხადა კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები