LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისები ინიშნება

138
55912239_2283584108332798_9013130939584217088_n

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს და „აზერბაიჯანის ავიახაზების” (“AZAL”) სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Buta Airways”-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.

კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე უკრაინული SkyUp Airlines რეგულარულ რეისებს 25 მაისიდან შეასრულებს. ფრენები კვირაში 10 სიხშირით, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა.

აზერბაიჯანული ავიაკომპანია Buta Airways ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 14 ივნისიდან 13 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები