ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო

39
dვფედსდgzaeg

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, მუშაობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზეც დაიწყო.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia თანამშრომლობს ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო კომპანია – ADP Ingénierie (ADPI)-თან, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს.

„ADPI-ის წარმომადგენლები ბათუმში იმყოფებიან და ადგილზე ეცნობიან აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ასევე, შეხვედრებს მართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე – 2023 წლის იანვარში დასრულდება და ორივე დოკუმენტი სახელმწიფოს გადაეცემა“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები