LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

191
66958613-2441507909244303-8486419566564474880-n

15-22 სექტემბერს ბათუმმა მეთოთხმეტედ უმასპინძლა საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს. ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად კინოფესტივალის მხარდამჭერია. დახურვის საზეიმო ცერემონიაზე საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები გასცა სამ საკონკურსო სექციაში – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გრანპრი – “და იქმნა ნათელი“, მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019
საუკეთესო რეჟისურა – “ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – კაიან აჩიკგოზი, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
საუკეთესო მსახიობი ქალი – ჩემრე ებუზზია, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
ჟიურის სპეციალური პრიზი – „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019
ჟიურის სპეციალური პრიზი– „სიყვარულის ავტომობილი“, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019 და „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “ცხოველი”, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019

ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) გადაეცა ორ ფილმს:

“იმედი”, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019
“საზამთროს წვენი”, ირინე მორეი, ესპანეთი, 2019
BIAFF 2019-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ – ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე, სალომე კიკალეიშვილი, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:

საუკეთესო მხატვრული ფილმი – “ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

მანუჩარ შერვაშიძე (საქართველო)
პოლ შრედერი (აშშ)
დენის ლავანი (საფრანგეთი)
ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი)

კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი და იტალიის საელჩო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g