ბათუმის დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ბათუმის თეატრში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ნუკრი ქანთარია საქმიანობას პირველი აგვისტოდან შეუდგება.
დღეს გაიმართა ნუკრი ქანთარიას ბათუმელი მსახიობების წინაშე წარდგენა.
ყოფილი პარლამენტარი ნუკრი ქანთარია თეატრში აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად მივიდა და დასს შეხვდა.
ნუკრი ქანთარიამ ანდრო ენუქიძე შეცვალა.
ცნობისთვის, რეჟისორი ნუკრი ქანთარია 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
ფოტო: „მთავარი არხი“