LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქანთარია: დაგუგლეთ მიტინგების დაშლა ევროპაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი

183
qantaria

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს გიორგი გახარიას გარეშე შეტევას არავინ არ დაიწყებდა. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ მან მთავარის პრესკლუბში ბრიფინგზე განაცხადა. ქანთარია განმარტავს, რომ ეს მისი ვარაუდია და არაფერს შესწრებია.

„შინაგან საქმეთა მინისტრი არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, რომ მისი ბრძანებით იყო დაწყებული, ეს ჩემი ვარაუდია, მე ამას არ შევსწრებივარ, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასე იქნებოდა. მის გარეშე შეტევას არავინ არ დაიწყებდა”, – აცხადებს ქანთარია.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, პოლიცია 2 საათის განმავლობაში ითმენდა შეტევას და შეურაცხყოფას.

“ბუნებრივია, რომ გასცემდა დასტურს გახარია და ისინი გადავიდნენ შეტევაზე,“ – ამბობს ქანთარია.

“ქარული ოცნების” დეპუტატი ყველას მოუწოდებს, „დაგუგლონ“, როგორ ხდება მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში.

„დაგუგლეთ“ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი და როგორ ათრევენ მათ. ბალეტი მიტინგის დაშლა არასდროს არ არის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გახარიამ მოახერხა და დაიცვა საკანონმდებლო ორგანო შეჭრისგან და ძალიან დიდი ქაოსისგან“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მმართველი გუნდის წევრს მიაჩნია, რომ ახლა გიორგი გახარიას გადადგომა ფარსის ტოლფასი და უკუღმართობის მცდელობაა.

“გახარია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია მთელი იმ პროცესზე, რაც 20-21 ივნისს მოხდა, მაგრამ მისი გადადგომა ახლა არის ფარსის ტოლფასი და უკუღმართობის მცდელობა. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, რომ ნუ გახდებიან თავიანთი ჩაციების მძევლები იმიტომ, რომ, მართლაც, ეპოქალური გადაწყვეტილება მივიღეთ, ვგულისხმობ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას. წესით, თუ ვინმე არ აქეზებთ მათ, ცოტა გონივრული იქნებოდა ამით დაკმაყოფილება”- განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირი კვლავ პროტესტის ეპიცენტრშია. დღეს ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციის მე-15 დღეა.  პარლამენტის წინ შეკრებამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო, მას უკვე სხვა დატვირთვა აქვს პროტესტს მუსიკოსებიც უერთდებიან.

მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ - ვინ იმღერებს ანტისაოკუპაციო კონცერტზე

ცნობილია იმ შემსრულებლების სია, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინ დაუკრავენ და იმღერებენ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები