LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ – ვინ იმღერებს ანტისაოკუპაციო კონცერტზე

201
musikosebi

რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. ხუთშაბათს, 4 ივლისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციას #სირცხვილია ქართველი მუსიკოსებიც შეუერთდებიან.

ცნობილია იმ შემსრულებლების სია, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინ დაუკრავენ და იმღერებენ:

  • KayaKata
  • სოფო ბათილაშვილი
  • ნიკა კოჩაროვი
  • ერეკლე დეისაძე
  • მწვანე ოთახი
  • მარტივი გამოსავალი
  • ჯგუფი არა
  • რობი კუხიანიძე
  • მაია დარსმელიძე
  • გია თოიძე
  • გიორგი უშიკიშვილი
  • თამრიკო ჭოხონელიძე
  • ანიტა რაჭველიშვილი
  • თერიკა და დასავლელი
  • Kung Fu Junkie
  • Bedford Falls
  • Mellow
  • LOUDspeakers
  • The BearFox
  • Four Dimensional Monster Lobsters
  • და სხვები!

“დიდი ხანია, ქართული ხელისუფლება შემჩნეულია ჩვენს ქვეყანაში რუსული გავლენების პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში. 20 ივნისს კი მან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ისედაც პრორუსული ასამბლეის ფარგლებში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, უმაღლესი თანამდებობის პირის ადგილას, საქართველოს დაუფარავი მტერი – სერგეი გავრილოვი ვიხილეთ.

რუსი დეპუტატის პარლამენტში სტუმრობის გამო დაწყებული პროტესტის დამრბევი შინაგან საქმეთა მინისტრი კვლავ ინარჩუნებს პოსტს.

“გავრილოვის ღამეს” ჰყავს დაზარალებული, დასახიჩრებული და დამცირებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომელთა ნაწილსაც სახლამდე სდიეს, დამიზნებით ესროლეს, სკვერებში ჩაუსაფრდნენ, ავტოფარეხის სახურავიდან გადმოაგდეს, თვალები დასთხარეს.

უკვე 2 კვირაა, ვიკრიბებით პარლამენტთან და ვითხოვთ შს მინისტრის გადაყენებას, 4 ივლისს კი, პროტესტის მე-15 დღეს, ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან მუსიკოსები!

19:00 საათზე, პარლამენტთან, მოდი ქვეყნის სამსახურში, არა ძალადობას, არა რუსულ ოკუპაციას!” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.

დღეს კი აქციის რიგით მე-14 დღეა და მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრბებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები