საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, 13–14 დეკემბერს, ბათუმის ტექნოპარკში, ორდღიანი ტექნოლოგიური კონკურსი Travel Tech ჰაკათონი გაიმართება, რომლის მიზანია ინოვაციურ, პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე დაფუძნებული იდეების შექმნა ტურიზმის სფეროს თანამედროვე გამოწვევებისთვის.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 16+ ასაკის ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან: სტუდენტებს, სტარტაპერებს, დეველოპერებს, დიზაინერებსა და ზოგადად ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს.
ჰაკათონის მონაწილეები გუნდებად იმუშავებენ რეალურ პრობლემებზე, შექმნიან პროტოტიპებს და მათ ჟიურის წინაშე წარადგენენ.
გამარჯვებული გუნდი მიიღებს 10 000 ლარიან გრანტს, რომელიც იდეის განვითარებას მოხმარდება. გარდა ამისა, პროექტის პარტნიორი კომპანიები რჩეულ გუნდებს დააჯილდოებენ.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
(R)
