LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ტრაგედიაში გადარჩენილი ერთადერთი მამაკაცის ბაბუა: „ზვიადის გადარჩენა თეორიულადაც შეუძლებელია, ეს სასწაულია!..“

197
tevdoradze

ცნობილი ექიმი, აკაკი თავდგირიძე ბათუმში კორპუსის ჩამოშლის შედეგად გადარჩენილი ერთადერთი მამაკაცის, ზვიად თავდგირიძის ბაბუა, საუბრობს „რუსთავი 2“-ის „შუადღეში“ თავისი შვილიშვილის მდგომარეობის შესახებ.

„უპირველეს ყოვლისა, ყველას მიმართ მინდა უდიდესი მადლიერება გადმოვხატო, რომ ჩვენი უბედურების პერიოდში მარტო არ ვართ და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას. რაც შეეხება ზვიად თავდგირიძეს, რომელიც ჩემი შვილიშვილი გახლავთ, მისი მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ ყოველდღიურად უმჯობესდება. 11 საათი სიცივეში, უხერხულ პოზაში, თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში, ხანგრძლივი ზეწოლის ქვეშ იყო… ტვირთის მოხსნის შემდეგ სისხლში იწოვება ტოქსინები, რაც წამლავს მთელ ორგანიზმს. ამის გარდა გამოხატული ჰქონდა შოკი და თირკმლის უკმარისობა. ეს მოხდა მედიკოსების უდიდესი შრომის შედეგად, პრაქტიკულად ასეთ ვითარებაში პაციენტის გადარჩენა თეორიულადაც შეუძლებელია… ჩემი შვილიშვილი უკვე გვეკონტაქტება… ცნობიერება ბოლომდე აღდგენილი არ არის, მაგრამ… სასწაული ის არის, არ დაზიანებია შინაგანი ორგანოები, ერთადერთი – მოტეხილი აქვს მცირე წვივის ძვალი მარცხენა ფეხზე, რაც დიდ მოტეხილობად არ ითვლება. ის მეექვსე სართულზე იმყოფებოდა და ვარდნა იყო პირველ სართულამდე. ხალხი რომ ვერ ჩერდებოდა, ისეთ მტვერში გაძლო ამ ბიჭმა, რაც მართლაც სასწაულია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g