ამ წუთებში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ადგილობრივი პოლიცია ნაღმს ეძებს. შსს-ში განმარტეს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა.
„ადგილიდან მივიღეთ ინფორმაცია. რამდენიმე ადამიანმა დატოვა შენობა გამოძიება დაწყებულია 323 მუხლით, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმოbს“, – ამბობენ შსს-ში.
პარალელურად მსგავსი ინფორმაცია თოდუას კლინიკაზეც გავრცელდა, თუმცა ამაზე დამატებით კომენტარი შსს-ში არ გაუკეთებიათ.