გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
Ambebi.ge-ის ინფორმაციით, დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე არიან. ისინი სოფელ სამებიდან იყვნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ხოლო ამის შემდეგ ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
დაღუპული გოგონების შესახებ ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
„ბათუმო ვიზიარებ…სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები“, – ვკითხულობთ ტექსტში.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.