1-ლი ივლისიდან ბათუმსა და ბაქოს შორის ავიარეისების რაოდენობა გაიზრდება. ფრენებს Buta Airways შეასრულებს, – საკითხზე საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანულ-ქართულ ბიზნესფორუმზე ისაუბრა, ინფორმაციას კი „ავიანიუსი“ ავრცელებს.
როგორც ზურაბ პატარაძემ განმარტა, რეისების განხორციელება კვირაში სამჯერ იგეგმება. გარდა ამისა, სამომავლოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო ტრანსპორტის აღდგენაც განიხილება.
ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Buta Airways-მა ბაქოდან ბათუმის მიმართულებით რეისები 3 ივნისიდან განაახლა.