LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 18 იანვრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება

160
ბატუმი

2021 წლის 16 იანვრიდან  მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში? – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

შესაბამისად, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას ორშაბათიდან, 18 იანვრიდან განაახლებენ.

თუმცა ჯერ უცნობია, რომელ საათამდე იმოძრავებს ტრანსპორტი საღამოს, ვინაიდან საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

ბათუმის ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ 16 იანვრიდან მუშაობის დასაწყებად ემზადებიან.

„ვემზადებით, რომ 16 იანვრიდან დავიწყებთ მუშაობას. ვინაიდან 16-17 იანვარი შაბათ-კვირაა, ავტობუსები 18 იანვრიდან იმოძრავებენ. თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია. ასე ვემზადებოდით 24 დეკემბრისთვისაც, მაგრამ ბოლოს არ დაუშვეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. რა მითითებებსაც მივიღებთ, იმის მიხედვით გადავწყვეტთ, რომელ საათებში იმოძრავებს ავტობუსები“, -აცხადებენ „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

შეგახსენებთ,  საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 2020 წლის 28 ნოემბრიდანაა აკრძალული. მთავრობამ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოხსნა.

15 იანვრის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები