18 აგვისტოს ბათუმში სათამაშო ბიზნესისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიისადმი მიძღვნილი ღონისძიება Casino Forum Batumi გაიმართება.
პროფესიული საერთაშორისო ფორუმი მონაწილეებს საქართველოს სათამაშო ინდუსტრიაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს და საქმიანი პარტნიორების, ინვესტორების ან ინვესტიციებისთვის ადგილების მოძებნაში დაეხმარება.
„საქართველო ლიბერალური კანონმდებლობით, გამარტივებული დოკუმენტაციით, მოქნილი საგადასახადო სისტემითა და კორუფციის არარსებობით გამოირჩევა. ტურისტები თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ყოველწლიურად აქ 1,7 მლრდ აშშ დოლარს ხარჯავენ. ქვეყანა უცხოელი ოპერატორებისა და ბიზნესის ახალი მიმართულებებისთვის ღიაა“, – ნათქვამია ფორუმის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
მათივე ინფორმაციით, მონაწილეები ერთმანეთს საქართველოში მუშაობის გამოცდილებას გაუზიარებენ, უკეთ გაეცნობიან ქვეყნის კანონმდებლობას, ასევე შეიტყობენ გემბლინგის ახალი მიმართულებების შესახებ და მოთამაშეების მოზიდვის საშუალებებზე.
Casino Forum Batumi კონფერენციის, სადემონსტრაციო ზონისა და ბიზნეს-ტურისგან შედგება. სპიკერებთა შორის ინვესტორები, წარმატებული მეწარმეები, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, მარკეტოლოგები და იურისტები არიან.
ბიზნეს-ტურის მონაწილეები საქართველოს საუკეთესო კაზინოებს ეწვევიან და მათ მმართველებს გაესაუბრებიან.
კომპანია Smile-Expo სპეციალიზებულია საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში სათამაშო კონფერენციების ჩატარებაზე.