LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში დღეების გატარებამ შესაძლოა, დაგარწმუნოთ, რომ კორონავირუსი არასდროს ყოფილა – Emerging Europe

303
batumi-georgia-beach-1320x742

საქართველოს ზღვისპირა ქალაქი ბათუმი ერთ-ერთია, რომელიც 1 ივლისიდან ტურისტების მისაღებად ემზადება. ამის შესახებ Emerging Europe აქვეყნებს სტატიას.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს უსაფრთხო დერეფნების შექმნისთვის.

გარდა ამისა, სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ პანდემიის მართვის გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი – ტურიზმის სექტორის დახმარებას გულისხმობს. გეგმა მოიცავს სუბსიდიას, ასევე შეღავათებს გადასახადებზე.

ავტორი წერს, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო კარანტინის ზონად იქცა. საქართველოს მოქალაქეები ვირუსით დაზარალებული ქვეყნებიდან ბრუნდებიან და ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სწორედ აღნიშნულ საკარანტინო სივრცეებში გადიან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ზომები, რომელიც ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღო, ეფექტური აღმოჩნდა. საქართველოს ვირუსისგან სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს.

სტატიაში ასევე წერია, რომ 15 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას არ გეგმავენ.

ამჯერად ქვეყანა მწვანე სივრცეებს ქმნის. ერთ-ერთია აჭარის რეგიონი. 

ეს ქალაქი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მზე. შესანიშნავი ცათამბჯენები ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდის მაჩვენებელია, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა.

ბათუმში დღეების გატარებამ შესაძლოა, დაგარწმუნოთ, რომ კორონავირუსი არასდროს ყოფილა. საქართველო და შავი ზღვის სანაპირო ბიზნესისთვის ღიაა და აქ სტუმრობისთვის ახლა საუკეთესო დროა“, – წერს Emerging Europe.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები