LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ე.წ. ჭაობის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა 2018 წლის ბოლომდე დასრულდება

206

ბათუმში ე.წ. ჭაობის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ერთდროულად 5 ბრიგადის მიერ ხორციელდება. პროექტის ღირებულება კი 18 941 041 ლარია.

საერთო ჯამში  10 კილომეტრამდე ქუჩა მოეწყობა, დაეგება დაახლოებით 120 000 კვ.მ. ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში 25 ქუჩის და ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება, მათ შორის, 19 ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.

”ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთი მოასფალტება – ჭავჭავაძის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე და პუშკინის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე. ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, იგება ორშრიანი დეკორატიული ფილები სადაც გათვალისწინებულია ველობილიკი და უსინათლოთა ბილიკები. ყველა ქუჩა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისათვის”, – განმარტავენ აჭარის მთავრობაში.

მათივე თქმით, ასფალტის საფარი იგება ასევე, პუშკინის ქუჩაზე – ჯავახიშვილის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე და ლერმონტოვის ქუჩაზე – გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე, პარალელურად, ქუჩის ამ მონაკვეთებში მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობისა და ფილების დაგების სამუშაოები.

”რაც შეეხება უკვე დასრულებულ სამუშაოებს, სანიაღვრე სისტემის მოწყობა დასრულდა თაყაიშვილის ქუჩაზე – გიორგი ბრწყინვალეს ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე ნაწილში, ასევე დასრულებულია სანიაღვრე სისტემების მოწყობა პუშკინის ქუჩაზე – გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე, თაყაიშვილის ქუჩიდან ს. ხიმშიაშვილის ქუჩამდე, ს. ხიმშიაშვილის ქუჩიდან ჰ. აბაშიძის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩიდან ჰ. აბაშიძის ქუჩამდე, დარჩენილია გვერდითი მიმღები ჭების მოწყობა და დაერთება ცენტრალურ სანიაღვრე არხთან”, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ე.წ. ჭაობის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზიმო-7″, ქვეკონტრაქტორები შპს „გზები” და შპს „ბონდი-2009″ აწარმოებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g