LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

202
ბათუმი

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

მანამდე ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მიმართა და ბედნიერი და წარმატებული მომავალი წელი უსურვა.

გაიმართა გალა კონცერტი, რომლის დროსაც საზოგადოების წინაშე ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად, პროექტ „რანინას“ მონაწილეებთან ერთად წარსდგა.

ამასთან, გაიხსნა საახალწლო გამოფენები და ბაზრობები. ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება, 31 დეკემბერს ბათუმში „ევროპის მოედანზე“ გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები