LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში „გაბილდის“ პრემიუმ კლასის შოურუმი იხსნება – სტუმრებს სრულ ასორტიმენტზე ფასდაკლება ელით

451
gabildi

29 აპრილს ბათუმში „გაბილდის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ფილიალი საზეიმოდ გაიხსნება. პუშკინის 37 ნომერში მდებარე პრემიუმ კლასის შოურუმი მყიდველს უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული დიზაინის ნაწარმს, მოდერნისტულ და დამალულ კარებს, ე. წ. SmartLocker-ის დიდ არჩევანის შესთავაზებს. ახალ ფილიალში მისული სტუმრები „გაბილდის“ სრულ ასორტიმენტზე 35%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

„გაბილდი“ ქართულ ბაზარზე შიდა და გარე კარების დიდი არჩევანით, განსხვავებული დიზაინისა და ფუნქციის საკეტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოდელების დახმარებით, კომპანიის ერთგული მომხმარებლები შეძლებენ, სახლში მაქსიმალურად უსაფრთხო და მყუდრო გარემო შექმნან.

2018 წლიდან კომპანია მომხმარებელს გამორჩეული ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ნაწარმს სთავაზობს. შოურუმში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ისეთი კომპანიების პროდუქცია, როგორებიცაა: „Porte Vista“, „Torex“, „Dimak“, „Mініcтeрcтвo двeрeй“, „Steel Line“, „Vladveri“, „EstetDoors“, “Profil Doors”.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მოდურ, განსხვავებულ კარებს, რომლებიც, გარდა ვიზუალური მიმზიდველობისა, ხარისხითაც გამოირჩევა. „გაბილდის“ შოურუმში შეხვდებით როგორც შიდა, ისე გარე სივრცისთვის განკუთვნილ, სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ (რკინა, MDF-ი, ეკოშპონი, შპონი, ხე), გასაგორებელ და დამალულ კარებს. შოურუმში დაგხვდებათ საკეტების ფართო არჩევანიც, რათა მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო გარემო შექმნათ.

გარდა ექსკლუზიური პროდუქციისა, „გაბილდი“ მომსახურების მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა. შოურუმი ყოველთვის განახლებულ, დიზაინის მსოფლიო ტენდენციების მიხედვით შექმნილ კოლექციას სთავაზობს მომხმარებელს. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის შოურუმში, ასევე, დისტანციურად, ონლაინმაღაზიის საშუალებით. აღსანიშნავია ისიც, რომ „გაბილდი“ ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე, მუდმივად ითვალისწინებს მის რეკომენდაციებს და მომსახურების სფეროში ახალ სტანდარტებს ნერგავს.

29 აპრილს ბათუმში „გაბილდის“ ახალი შოურუმში მისულებს საზეიმო ატმოსფერო, საინტერესო შეთავაზებები და გამორჩეული კოლექცია ელის. შოურუმის გახსნის ცერემონიაზე სტუმრები გემრიელი კერძების დაგემოვნებას შეძლებენ.

თბილისში „გაბილდის“ პროდუქციის შეძენა ვ. ბაგრატიონის N5-სა და ა. წერეთლის N115ა-ში შეგიძლიათ.

 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g