2 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ბათუმში გაუჩინარებული არასრუწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ბიჭის დაკარგავსთან დაკავშირებით უწყებაში შეყობინება 16 ივლისს, დილით შევიდა.
ბათუმში ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ
“საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.
არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები როგორც წლის ზედაპირზე, ასევე წყალში,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.