LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ 

461
გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. ინფორმაცია „ფორტუნას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა სხვა დეტალები მათთვის ამ ეტაპისთვის უცნობია.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში „მთის ამბების“ რედაქტორმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა სასტუმროში „შერატონი“ მოხდა. როგორც გელა მთივლიშვილი წერს, გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს.

„რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, „შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი“, – წერს გელა მთივლიშვილი.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

სლაიდზე გამოყენებული ფოტო: გელა მთივლიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g