LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად ზღვის ფსკერის გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს

252
page-2021-09-21_11-41-15_405536

„ამბასადორი ჯგუფმა“ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად ზღვის ფსკერის გეოლოგიური კვლევები დაიწყო. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს.  მათივე ცნობით, კვლევების დასრულების შემდეგ „ამბასადორი ბათუმი აილენდის” პროექტზე სამშენებლო და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა დაიწყება.

როგორც “ბიზნესპარტნიორს” „ამბასადორი ჯგუფში“ განუცხადეს, პროექტზე, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე და უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავებასა და დაცვაზე საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები იმუშავებენ. ამჟამად, ზღვის ფსკერის გეოლოგიურ კვლევას „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ დაკვეთით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია Zemin Teknik ახორციელებს.

ბათუმი, როგორც დუბაი: ქალაქში ცნობილი პალმის კუნძულების ანალოგი გაკეთდება

შეგახსენებთ, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია. ის ბათუმის ზღვისპირის სივრცეში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში, ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნას და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები