ბათუმის სამშობიარო სახლში, კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალბატონმა იმშობიარა.
მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ახალშობილის მდგომარეობაც სტაბილურია. მას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.
კლინიკის დირექტორის, ნუგზარ პაპავას თქმით, დღეს კიდევ ერთი საკეისრო კვეთა ჩატარდება, ხოლო ორი ინფიცირებული საკარანტინe სივრცეში გადაინაცვლებს.
ამ დროისთვის, ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ინფიცირებული რჩება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.