ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში, ლიფტი ჩაწყდა. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის დროს სატვირთო ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ლიფტში მყოფთაგან ორი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამაშველო სამსახურში ამბობენ, ისინი მსუბუქად არიან დაშავებულები, ხოლო მესამე დაზიანებების გარეშეა.
ამ ეტაპზე უცნობია რა სიმაღლიდან ჩამოვარდა ლიფტი. მასში მყოფები, სავარაუდოდ, მშენებლობაზე მუშაობდნენ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის დროს კაბინაში 6 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამას არ ადასტურებენ.