პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს – 1977 წელს დაბადებულ ე.ჯ. -ს ქალაქ ბათუმში, ჯაყელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კაცი, რომელიც ბათუმში დაჭრეს საავადმყოფოში გარდაიცვალა
„პოლიციამ ბრალდებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
ასევე, ამოღებულია გ.დ.-ის მფლობელობაში არსებული ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.