LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

133

დღეს ბათუმში ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს კონცერტზე დასწრება საზაფხულო თეატრში, 20:00 საათზე უფასოდ შეეძლებათ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსმენელის წინაშე ქართული ხმები და ბიგ ბენდი  ქართულ-ხალხურ, ქალაქურ სიმღერებს, ასევე, ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ჰიტებს შეასრულებენ.  თბილისის ბიგ ბენდის შემადგენლობაში არიან ცნობილი მომღერლები მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ნინი გველესიანი და ზაურ შავგულიძე.

ანსამბლები ბათუმს ქართული ხმების 30 წლისა და თბილისის ბიგ ბენდის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში ესტუმრებიან. ბათუმამდე კონცერტები ბორჯომში, თელავში, ლაგოდეხში, ახალციხეში, ზუგდიდში, ხობში და ფოთში გაიმართა. ბათუმის შემდეგ კი ლეგენდარული ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის ტურნე ქუთაისში, ჩოხატაურსა და ჭიათურაში გაგრძელდება. პროექტი Check-in Georgia-ს პროექტის ფარგლებში იმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g