ბათუმში, ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
არსებული ცნობით, შემთხვევა დღეს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობითვე, მძღოლი დაკავებულია.
