LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ელოდებიან

91

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სასულიერო პირები არიან შეკრებილები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ელოდებიან.

ილია მეორე დღეს თბილისიდან ბათუმში ჩავა და და სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ამ წუთებში სასტუმრო „ლეოგრანდში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, სასტუმროსთან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის საგამოძიებო მოქმედების დასრულებას დაელოდება, მანამდე კი კონკრეტულ განაცხადებებების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g