LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასწავლა კახა მიქიაშვილს პატრიარქთან ახლოს ყოფნამ: „ილია მეორესთან ურთიერთობა საშიშია, რადგან ისეთი უშუალოა, შეიძლება, ვერ მოზომო“

936
კახა მიქიაშვილი და პატრიარქი

მსახიობი კახა მიქიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს და ამბობს:

„პატრიარქთან ურთიერთობა საშიშია და იცით, რატომ? ის თან პატრიარქია და ამავე დროს, უბრალოდ ა უშუალო. თუ შენ არ გაქვს გონი, შეიძლება, დაგერღვეს მასთან ურთიერთობის ზღვარი და ვერ მოზომო. ამ დროს ძალიან ყურადღებიანია. როდესაც ფიზიკურად შეეძლო, არ არსებობდა, ჩემთვის არ ეკითხა, რა ხდებოდა თეატრში, რა იდგმებოდა… ერთხელ მკითხა, რა ხდება თოჯინების თეატრში, რა მდგომარეობააო. ხშირად უთქვამს, ის მომღერალი ან მსახიობი როგორ არის, მოვიკითხოთ, საჩუქარი გავუგზავნოთო…

ხშირად შევსწრებივარ, რომ ტაძრიდან გამოსულს დაუნახავს მათხოვარი, ჩაუსვამს მანქანაში, წაუყვანია, მასთან ერთად უტრაპეზია, დაუსაჩუქრებია და სახლში წაუყვანია…

შევსწრებივარ, როგორ გაუხდია თავისი ქურთუკი და მიუცია სრულიად უცხო ადამიანისთვის.

ერთხელ სამებაში დამიძახა და ერთ მღვდელზე მეუბნება, ამას ეტყობა, ანაფორა არ აქვს, ჩემი ანაფორა გამოუტანე და მიეციო…“

„სუხიშვილები“: ვულოცავთ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 90 წლის იუბილეს! 

პატრიარქი: „ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება, მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისთვის“

„პირველად 11 წლის ასაკში გავიცანი, მას მერე მისი ნათელი სახე და სიტყვა მუდამ დამყვებოდა ლხინში თუ ჭირში“ – როგორ ულოცავს პატრიარქს დაბადების დღეს ია ფარულავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები