ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე 90 წლის გახდა
მისალოცი ტექსტი ანსამბლის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება.მას თან ახლავს ფოტო, რომელიც „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელს ილიკო სუხიშვილს და ანსამბლის ხელმძღვანელს – ნინო სუხიშვილს პატრიარქთან ერთად აქვთ გადაღებული:
„ვულოცავთ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 90 წლის იუბილეს!
ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას! #სუხიშვილები“, – აღნიშნულია მისალოც ტექსტში.
შეგახსენებთ, საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე 90 წლის გახდა.
პრემიერი პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს: განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე
კობახიძე: ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა
რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს და ისევ არასრული ტიტულატურით იხსენიებს