LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შეწყვეტილა, არ შენელებულა ხალხის რაოდენობა – მოდიოდნენ და მუხლს იდრეკდნენ, მოდიოდნენ ხეიბრები, უსინათლოები, ეტლში მჯდომები, ასაკშეუზღუდავად…“ – კახა მიქიაშვილი პატრიარქზე

227
კახა მიქიაშვილი

კახა მიქიაშვილი ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და საზოგადოების ერთიანობაზე „რუსთავი ორის“ ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, სწორედ ამ დღეებში დაგვანახა ღმერთმა, თუ ვინ იყო პატრიარქი.

„მისვენების წუთიდან იქ ვიყავით ჩვენ, სიმართლე გითხრათ აღარ გვახსოვდა დაღამდა თუ გათენდა, არ შეწყვეტილა, არ შენელებულა ხალხის რაოდენობა შაბათის დილამდე, ეს იყო უნიკალური მოვლენა, მაგრამ იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხალხი არ მოდიოდა უბრალოდ პანაშვიდზე, სამძიმარზე… მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა ხვდებოდა, რომ ეს რაღაც მოვლენა ხდება, რომლის მსგავსი არაფერი მომხდარა და ისტორიაში შევა განსაკუთრებულად, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხალხი მოდიოდა, რომ არ გამორჩეს ამ მოვლენას…

სასწაულები ხდებოდა, მეტი სასწაული რა შეიძლება მოხდეს რაც აქ ხდებოდა. უწმინდესი ამბობდა, რომ მე ისე არ წავალ, სანამ არ ვნახავ გაერთიანებულ საქართველოს. რაც ვნახეთ ამაზე მეტი გაერთიანება რა შეიძლება იყოს?

მე ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც ხშირად გამოირჩეოდნენ კრიტიკით პატრიარქის მიმართ, ხშირად ცუდად მოსასმენის, მაგრამ მოდიოდნენ და იდრეკდნენ მუხლს და ვფიქრობდი, რომ რა დიდი იყო სიყვარული, ის ხალხიც კი არ დატოვა და ისე არ წავიდა, რომ მათაც შენდობა არ მისცა…

დილის 7 საათზე მოდიოდნენ მშობლები თოთო ბავშვებით, მოდიოდნენ ხეიბრები, უსინათლოები, ეტლში მჯდომები, ასაკშეუზღუდავად…“ – იხსენებს კახა მიქიაშვილი

ფოტო სლაიდზე: Shermazana

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები