LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მესმოდა ბევრისგან, დედას გაუფრთხილდიო, მაგრამ სანამ არის, არ აფასებ. ცივი შვილი ვიყავი, არ ვაფერებინებდი, ვაბრაზებდი, უაზროდ ვეხუმრებოდი… დგება მომენტი, როცა ამას ინანებ…“ – რას ამბობს „იმედის“ ეთერში დედის გარდაცვალებაზე კახა მიქიაშვილი

511
კახა მიქიაშვილი

კახა მიქიაშვილი „იმედის“ ეთერში, ნოე სულაბერიძის გადაცემაში დედის გარდაცვალებასა და იმ დიდ ტკივილზე საუბრობს, რომელიც განიცადა:

„დედა გარდაიცვალა სიმსივნით, ძალიან უცბად. აქტიური ადამიანი იყო… ამაზე არასდროს მილაპარაკია. რაღაც ასტკივდა, გაირკვა, რომ მძიმე ფორმის სიმსივნე ჰქონდა. იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა. შეიძლება, ცუდია, მაგრამ ცივად ვხვდები ასეთ სიტუაციებს, პანიკაში არ ვვარდები. ძალიან რაციონალურად შევხვდი, ვხვდებოდი, რომ მოცემულობა ასეთი იყო, მაგრამ გარდაცვალების წინა დღე იყო ძალიან რთული, როცა უყურებ, რომ ვერაფერს შვრები. ექიმთან დავრეკე, თანხა რომ ვიშოვო და სხვა ქვეყანაში წავიყვანო, რამე ეშველება-მეთქი? ვერაო. ხვდები, სიკვდილთან არაფერი ხარ. იმ მომენტში იმპერატორიც რომ ვყოფილიყავი, ვერაფერს ვშველოდი… საბედნიეროდ, დიდხანს არ იწვალა… გაგვიმართლა, რომ ყველა სახლში ვიყავით… მე დავუხუჭე თვალები… ერთადერთი, რაც მიხარია, სანამ გონს დაკარგავდა და ესეც უცნაურად მოხდა, მამა შალვას მიყვანა მთხოვა. თუ ადამიანი გონზე არ არის, მისი ზიარება არ ხდება. აღსარება ჩააბარა, ეზიარა და მეორე დღეს გარდაიცვალა. ეს მომენტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… არ ვიყავი კარგი შვილი, ძალიან ცივი შვილი ვიყავი… ახლაც ვუხდი ბოდიშს ამისთვის. დედაჩემი ძალიან სხვა ენერგიის ადამიანი იყო. ქიმიას გაიკეთებდა და სახლს ალაგებდა, ბოლომდე გაპრანჭული იყო… დამაფიქრა, რომ სიკვდილთან, ღმერთთან არაფერი ხარ… მესმოდა ბევრისგან, დედას გაუფრთხილდიო, მაგრამ სანამ არის, არ აფასებ. ცივი შვილი ვიყავი, არ ვაფერებინებდი, ვაბრაზებდი, უაზროდ ვეხუმრებოდი… დგება მომენტი, როცა ამას ინანებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g