LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი, სხვა რეალობის შესაცნობად“ – რას სწერს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს

394
319565407_530914055661987_3197216107083917752_n

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის.

წერილში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს, პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის და ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს:

„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის.

მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – აღნიშნულია წერილში.

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა

პოპულარულები