მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო ცენტრ „ვივა მედიდან“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მისალოცი წერილი გაუგზავნა.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ, რომელმაც სააკაშვილი მოინახულა.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი, არის მძიმე, თავს ცუდად გრძნობს, როგორც ყოველთვის უჭირს გადაადგილება, აქვს თავბრუს ხვევა, მაღალი ტემპერატურა და ასევე საკვებს ვერ იღებს.
პატრიარქს მიმართავს, ილია მეორეს, ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს, მე წერილის შინაარსი არ ვიცი, მაგრამ მილოცვითი ბარათი გაუგზავნა”, – განაცხადა ილია ლომიამ.
შეგახსენებთ, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა.
ანდრია ჯაღმაიძე: „ვულოცავ ჩვენს მხცოვან პატრიარქს! ძალიან სასიხარულო დღე იყო“