ბათუმში შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, იგი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.