LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილების წინ ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს

154
2025-02-10_00-26-50_674791

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილების წინ ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „აჭარათაიმსი” ავრცელებს.

ადგილზე ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები და შემთხვევის ადგილის დათვალიერება. არსებული ინფორმაციით დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19 პრიმა 108 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g