“ინდური შტამი აგრესიული გამოდგა, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების ზრდა არ გამოუწვევია”,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით ინდური შტამის შემთხვევები უკვე 2 000 აჭარბებს.
“ბავშვები ავადდებიან, ორი ჩვილი გარდაიცვალა. ბავშთა ასაკის ამდენი საწოლი არასდროს ყოფილა დაკავებული. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ლამის ორჯერ გაიზარდა. სიკვდილიანობა გაიზარდა, მაგრამ არაპროპორციულად, ანუ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი რჩება. ასე რომ, ინდური შტამი ცუდი, აგრესიული გამოდგა, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების ზრდა არ გამოუწვევია. ინდური შტამი, რა თქმა უნდა, დომინანტური გახდება. სადაც ინდურმა შტამმა ფეხი შედგა, ყველგან დომინანტური გახდა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.