LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვები არ შიმშილობენ, მე ვერ ვიჯერებ ამას” – უმრავლესობის დეპუტატი

766
pjimage

“ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ ამას. თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული” – ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა რევაზ არველაძემ ჟურნალისტის შეკითხვას ბავშვთა სიღარიბის შესახებ. ჟურნალისტმა არველაძეს ჰკითხა რა გაკეთდა გიორგი კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ, ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო მონაცემებით, რომელიც 2016 წელს გახდა ცნობილი, ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს და ისინი მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე ზოგადად მოსახლეობა ან პენსიონერები. ამ კვლევის გასაჯაროვების შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები