უკვე რამდენიმე თვეა, ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ქორწინების სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველაფერი მათ წინააღმდეგაა, წყვილი ერთად უკვე თვეზე მეტია არ გამოჩენილა. მედიის ცნობით, „ბენიფერი“ მარტიდან მოყოლებულო ერთად აღარ ცხოვრობს.
ყოველივე ამის ფონზე, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. წყაროს ინფორმაციით, ჯეი ლოს და ბენ აფლეკის შვილები აქტიურად ცდილობენ მათ შერიგებას.
„ბავშვები აქტიურად ცდილობენ მათ შერიგებას და სურთ, ეს 24 ივლისამდე მოხდეს, ამ დღეს ხომ ჯეი ლოს იუბილეა, ის 55 წლის ხდება“, – აცხადებს წყარო.
ცნობისთვის, ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა 2022 წლის 21 აგვისტოს იქორწინეს.
საფირმო სახე და ახალი „მემე“ – ბენ აფლეკმა ქორწინების ბეჭედი სამუდამოდ მოიხსნა
„აი აქ დასრულდა ყველაფერი“ – მედიაში „ბენიფერის“ ჩხუბის ვიდეო ვრცელდება