LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები სუფთა ჰაერზე გავიყვანოთ დღეში ნახევარი საათით, თუმცა,  ვეცადოთ, სხვა ბავშვებს მოვარიდოთ –  თემურ მიქელაძე

283
temurmiqeladze201223

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში პანდემიის დროს ბავშვების აქტივობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვების გარეთ უკონტროლო დროით გაყვანა და კონტაქტი სხვა ბავშვებთან, ინფექციის გავრცელების რისკებს ზრდის:

„რა თქმა უნდა, ბავშვები უნდა გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ გარკვეული დროით. მე ორიოდე დღის წინ მომიწია რუსთაველზე გავლა და იყო, პრაქტიკულად, ყველა ასაკის ბავშვი, სხვადასხვა აქტივობებში იყვნენ ჩართულები, იღებდნენ ქუჩაში მომზადებულ პოპკორნს და ა.შ. თუ ასეთი აქტივობებით გავიყვანთ ბავშვებს, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ინფექციის ფართომასშტაბიან გავრცელებას.სასურველია მშობლებმა ბავშვები სუფთა ჰაერზე გაიყვანონ დღეში ნახევარი საათით, თუმცა, უნდა ვეცადოთ, რომ სხვა ბავშვებს მოვარიდოთ.

მესმის, რომ ონლაინ გაკვეთილები, ეკრანდამოკიდებულება დიდი სტრესია როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის, მაგრამ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბავშვები ეზოში და რეკრეაციულ სივრცეში გავიყვანოთ, მაგრამ უნდა მოვარიდოთ ერთმანეთს და არა ისე, რომ ბავშვებმა ჯგუფურად ითამაშონ. მე ვვარაუდობ, რომ ყველაფერი ივნისის თვიდან უკვე უნდა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g