ინდოეთში პოლიციამ აღმოაჩინა „ბავშვების ფერმა“, საიდანაც ახალშობილებს ყიდდნენ, ან ცვლიდნენ.
კერძო კლინიკა Palash Hospital-ში მშობიარობენ ქალები, რომლებიც გააუპატიურეს, ან – ქორწინებამდე დაორსულდნენ და ბავშვის გაზრდა არ სურთ.
„ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, ორი ბავშვი კლინიკიდან პოლიციამ გადაარჩინა, მაგრამ მანამდე ბევრი ახალშობილი გაყიდეს.
აღნიშნულის გამო ხუთი ადამიანია დაკავებული, მათ შორის კლინიკის მენეჯერი არუნ ბადორია. გამომძიებლის პრატეეკ კუმარის ინფორმაციით, 30 საწოლიანი კლინიკა „აგენტების“ მეშვეობით პოულობდა ახალგაზრდა ორსულ ქალებს, რომლებსაც ბავშვები არ უნდოდათ.
„როდესაც გოგონას მშობლები აიძულებდნენ, მოეშორებინათ ბავშვი, ექიმები ორსულს ჰპირდებოდნენ, რომ ყველასგან საიდუმლოდ ამშობიარებდნენ. თუ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადებოდა, კლინიკის „აგენტები“ ეძებდნენ წყვილებს, ვინც ახალშობილს იყიდიდა,“ – ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი.
მისივე ინფორმაციით, ხშირად წყვილები მათთვის სასურველი სქესის ბავშვში კლინიკას საკუთარ შვილს უცვლიდნენ.
„ერთ წყვილს ჰყავდა ორი შვილი, ორივე ბიჭი. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში გოგოზე გადაცვალეს,“ – აღნიშნა პოლიციელმა.