LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებში დეპრესიის 10 ნიშანი, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ

15285
ytpoytp

დეპრესია ძალიან გავრცელებული და სერიოზული ემოციური აშლილობაა, რომლის სიმპტომატიკა ადამიანის ფიქრებზე, გრძნობებსა და ყოვედღიურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ზოგადად, დეპრესიისთვის დამახასიათებელი ნიშნები ალბათ, ყველას გვსმენია. უკვე გასაკვირიც არ არის ტერმინი “დეპრესია ბავშვებში” –  მოზარდები ისევე განიცდიან სტრესს, როგორც უფროსები. მათთვის სტრესის წყარო  შესაძლოა განსხვავებული იყოს. ემოციური აშლილობა ბავშვებში,  სხვადასხვა ასაკში შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს.

ბავშვთა დეპრესია ფსიქოემოციური დარღვევის ერთ-ერთი სახეა, რომელიც გარკვეული ქცევითი და სომატური სიმპტომებით გამოიხატება. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ დაავადებამ შეიძლება სრულიად ადრეულ ასაკში, 3 წლამდეც იჩინოს თავი.

Power of positivity აქვეყნებს რეკომენდაციებს, რათა მშობლებმა ბავშვებში სტრესული ნიშნები ამოიცნონ.

ფსიქოლოგები გთავაზობენ, 10 ყურადსაღებ ნიშანს, რომ ბავშვებში დეპრესიის სიმპტომები აღმოაჩინოთ.

 

მოწყენილობა და მოდუნება – გუნება–განწყობის აშლილობა, რომელიც გამოიხატება უხალისობით, დისფორიითა და ემოციური მერყეობით.

გაფანთულობა და უყურადღებობა – ყურადღების სუსტი კონცენრტაციის უნარი და მისი  დაძლევა ბევრი მშობლის ზრუნვის ობიექტად არის გადაქცეული. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რა არის კონკრეტული ბავშვის უყურადღებობის მიზეზი

ნერვიულობა და დაძაბულობა – როგორც წესი, ამ ყველაფერს თან ახლავს კონტაქტის დამყარების სირთულეები, დათრგუნულობა, შიშის განცდა და  გარესამყაროსადმი არასანდო დამოკიდებულება. დაინტერესდეთ ბავშვის ფიქრებით, გრძნობებითა და  შიშებით.

დაბნეულობა და პირქუშობა – მცირე უკმაყოფილება ან იმედის გაცრუება შესაძლებელია გახდეს ძლიერი გაბრაზების, ან დისტრესის მიზეზი. ბავშვს უქვეითდება უნარი დაძლიოს უმნიშვნელო ფრუსტრაციაც კი.

საკუთარი თავის დადანაშაულება და დაკნინება – ნეგატიური განაცხადებები, მაგალითად: “მე ვარ უვარგისი“, „ყველაფერი სისულელეა“ და ა.შ ასეთი გამონათქვამები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს მსობლების მხრიდან.

დაუცველობის შეგრძნება და სასოწარკვეთა – ამ ყველაფერს შეიძლება თან ახლდეს გარკვეული ფიზიკური შეგრძნებები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, კანკალი, გულის აჩქარება.

განმარტოების სურვილი – ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, მარტო ყოფნის ან არაფრის კეთების, მაგრამ თუკი ეს სიმპტომები მას ახასიათებს,ეცადეთ, არ იყოს იზოლირებული.

წონის ცვლილება და კვებაზე უარის; თქმა ძილის დარღვევა – უჭირს საწოლიდან ადგომა, ფიზიკური აქტივობა. აღენიშნება ძილიანობა დღის განმავლობაში, შესაძლოა უძილობა, მადის მომატება ან დაქვეითება და ეს ყველაფერი გრძელდება რამდენიმე დღე და მეტიც.

სოციალური აქტივობებისათვის თავის არიდება – ბავშვი აღარ დადის სტუმრად მეგობრებთან ან/და არ პატიჟებს თანატოლებს თავისთან. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მოზარდის სიმარტოვისაკენ სწრაფვა და სოციალური ურთიერთობების იგნორირება შესაძლოა გამოწვეული იყოს დეპრესიისაგან დამოუკიდებელი მდგომარეობით.

ყოველთვის მხედველობაში უნდა მივიღოთ ბავშვის პრემორბიდული თავისებურებები, ანუ დავადგინოთ, შეიცვალა თუ არა ბავშვის კომუნიკაბელურობის ხარისხი ბოლო დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები