LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა: ივანე ჩხაიძე

101
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ბავშვების ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ჯერჯერობით ეს პროცესი ძალიან აქტიური არ არის.

„ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ 2020 წელს ათ პროცენტს შეადგენდა ინფიცირებულთა რაოდენობის, ახლა ორჯერ მეტია და სექტემბრის მონაცემით 20,4 პროცენტია. საქართველოში ბავშვების ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯერჯერობით საქართველოში ეს პროცესი ძალიან აქტიური არ არის, თუმცა ყოველდღიურად არის მზარდი მაჩვენებელი, თუ იაშვილში პირველი დღეების განმავლობაში 1-2 ბავშვი მოგვმართავდა ვაქცინაციისვის, ბოლო დღეებში 8-10 ბავშვი იტარებს ვაქცინაციას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g