LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი არ უნდა ჩაკეტო“ – სალომე გოგიაშვილი 19 წლის ასაკში გათხოვების ამბავს იხსენებს

222
სალომე გოგიაშვილი

ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი დედასთან ერთად ჟურნალ „სარკის“ სტუმარი იყო.

სალომეს დედამ, თინიკო გოგნიაშვილმა „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილს ძალიან მკაცრად ზრდიდნენ და ამ კონტექსტში 19 წლის ასაკში მისი გათხოვების ისტორიაც გაიხსენა.

„პირველად 19 წლის ასაკში გავუშვი ღამის 9 საათზე და რომ არ დაბრუნდა დათქმულ დროს, დამირეკეს და მითხრეს, გათხოვდაო… თავგასა რომ ცოცხალი ყოფილიყო, სალომე 19 წლის არ გათხოვდებოდა“ – როგორ ზრდიდნენ დათო გოგიაშვილი და თინიკო გოგნიაშვილი ერთადერთ შვილს

ამ ისტორიის საპასუხოდ სალომე გოგიაშვილი ამბობს:

„ამიტომ არ უნდა ჩაკეტო ბავშვი. თაკო ისე ჰყვება, ვიღაცას ეგონება, რომ დაბმული ვყავდი მშობლებს. არადა ასე არ იყო. უბრალოდ ჩემ ბავშვობაში არ იყო ამდენი გასართობი, ღამის კლუბები, რესტორნები. მამაჩემის და დედაჩემის მეგობრებთანაც მშვენივრად ვერთობოდი. ვგრძნობდი, რომ მშობლების მეგობრები ჩემი მეგობრებიც იყვნენ“.

თინიკო გოგნიაშვილი:

„სალომეს ბავშვობაში არაფერი აკლდა. ყველაფერი ჰქონდა, ოღონდ მშობლებთან ერთად. თეატრშიც დადიოდა, კონცერტებზეც და ოპერაშიც, მაგრამ ჩემი თანხლებით. სალომე 16 წლის იყო, როცა მამა დაკარგა. მე მარტო დავრჩი და ცხოვრება გავაგრძელე. 38 წლის ვიყავი, რომ დავქვრივდი და მას შემდეგ სალომე ცხოვრებით ვცხოვრობ“.

სალომე გოგიაშვილისა და თინიკო გოგნიაშვილის ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ 28 აგვისტოს ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g