LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი გაიყვანეთ ჰაერზე 20 წუთით, დღეში სამჯერ, ასე ის უფრო დაცულია –  თემურ მიქელაძე

709
temurmiqeladze201130

პედიატრმა თემურ მიქელაძემ „პოსტ TV“-ის ეთერში პანდემიის პერიოდში დასმულ აქტუალურ კითხვებს უპასუხა:

ჩვენ საქმე გვაქვს რესპირაციულ ვირუსულ ინფექციასთან. რესპირაციული ინფექციის მართვა არც ისე ადვილია. ყველა უნდა განვეწყოთ იმისკენ, რომ პანდემია აუცილებლად დასრულება. ერთი, რაც ყველაზე დამაიმედებელია, რესპირაციული-ვირუსული ინფექცია ბავშვებში მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად. მაგალითად შარშან ამ დროს ჩვენ გვქონდა რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი, გართულებული პნევმონიებით და ადგილებიც კი არ იყო კლინიკებში პაციენტის დასაწვენად. მე მყავს კოვიდინფიცირებული პაციენტები, დაწყებული 28 დღის ჩვილით, დასრულებული 18 წლის მოზარდამდე, საბედნიეროდ, არც ერთს ჰოსპიტალაზაცია არ დასჭირვებია. წელს ჩვენ მივიღეთ ბაღების და სკოლების დახურვის გადაწყვეტილება და ამით  კონკრეტულ ჯგუფში ჩვენ ვირუსის გავრცელება შევამცირეთ. ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, როგოც მოვახდინოთ დიფერენცირება, მაგალითად თუ ოჯახის რომელიმე წევრი ინფიცირებულია, ჩვენ აღარ გვჭირდება ბავშვის ტესტირება, ესაა ტყუილად დახარჯული დრო, თანხა, რადგან კლინიკური სიმპტომები უკვე მეტყველებს, რომ აქ საქმე გვაქვს კორონავირუსთან.

პედიატრმა ვრცლად ისაუბრა სწორი კვების მნიშვნელობაზე პანდემიის პირობებში:

ნებისმიერი ვიტამინი, მაკრო და მიკრო ნუტრიენტი, სჯობს მივცეთ საკვების სახით, საკვებით ისინი ბევრად კარგად შეიწოვება, ვიდრე ხელოვნურად. თუ ალერგია არაა, თაფლი ყველაზე კარგი საშუალებაა ხველის წინააღმდეგ, ისევე როგორც სხვადასხვა ციტრუსები. ზოგადად ბავშვმა უნდა ჭამოს ყველაფერი, რაც უყვარს, გარდა მავნე პროდუქტებისა. ისინი მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან.

 

რაც შეიძლება გარეთ ბვშვის გასეირნებას პანდემიის დროს:

ახლა მე თქვენ გისვამთ კითხვას, თქვენ საათნახევარი გაიყვანთ ბავშვს გარეთ და მას მიაქცევთ ყურადღებას? ვერა! მე ასე გირჩევთ, ბავშვი გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე 20 წუთით, დღეში სამჯერ, თუ არ გვაქვს კერძო სახლი, ასე გაყვანა ჯობს. არის მეორე უკიდურესობა, როდესაც ბავშვები ეკრანდამოკიდებულები გახდნენ. აქვე მინდა ვთხოვო მშობლებს, ყურადღება მიაქციონ აგრესიულ თამაშებსა და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ ის არ მივიდეს მოზარდებამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g