LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ისე არის მიგდებული, 80 კილოა, ჩამომხმარია” – გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე

81
grigol-vashadze_w_h

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ, “ვივამედში”, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც ვაშაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

“2 კვირის წინ შევედი სანახავად. ბავშვი რომ ძალიან ავად არის, ასე არის მიგდებული, 80 კილოა, ჩამომხმარია, არც კუნთები აქვს, არაფერი.

ყველაფერი სტკივა, კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მოიყვანოთ, მასაჟისტი ვერ ეკარება, რადგან ყველაფერი სტკივა.

ვერ გავიგე, ეს “ქართული ოცნების” ლიდერშიპი რომ დაგვცინის და იძახის, რომ სააკაშვილის ისინი {ხალხი} პანიკას ტეხავსო, დალოცვილისშვილებო, პარლამენტის წევრები ხართ, გავიგე, რომ არ ხართ ევროპელი პოლიტიკოსები, მაგრამ პარლამენტის წევრები თუ არ ხართ, ქრისტიანები ხომ ხართ? შემოდით და ნახეთ ეს ადამიანი, რად უნდა ამას ნობელის პრემიის ლაურეანტების ჩამოყვანა” , – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები