თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გველი ნახეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში იოსებ ვარდოშვილი ავრცელებს. ის თბილისის მერიას სთხოვს შესაბამისი ზომები მიიღოს და პატარების უსაფრთხოება დაიცვას.
“ეს ფოტო გადაღებულია ლისის ტბის ტერიტორიაზე.
სეირნობის დროს მეგობრის ბავშვმა დაადგა ფეხი, გველი საკბენად გამოიწია და ბავშვი შემთხვევით გადაურჩა კბენას.
გთხოვთ, მიიღოთ სათანადო ზომები და დაიცვათ პატარების უსაფრთხოება,” – წერს იოსებ ვარდოშვილი.