LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის დაბადების დრო სხვადასხვა ალერგიული დაავადებისადმი მიდრეკილებას განსაზღვრავს

130

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს დეენემის მარკერები, რომლის მიხედვითაც, ადამიანის მიდრეკილება ალერგიებისადმი დამოკიდებულია წლის სეზონზე, როდესაც ის დაიბადა.

წელიწადის დრო ადამიანისთვის ალერგიულობის გარდა ბევრ რამეს განსაზღვრავს, მის სიმაღლეს და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც.

საუთჰემპტონის კვლევა, რომელიც ჟურნალ Allergy-ში დაიბეჭდა, მეცნიერიებმა კუნძულ უაითზე ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ გარკვეული ეპიგენეტიკური ნიშნები უკავშირდებოდა წლის პერიოდს, როდესაც ადამიანი დაიბადა, დაბადებიდან 18 წლის შემდეგაც კი. მკვლევარებმა შეძლეს, დაეკავშირებინათ დაბადების სეზონის ეპიგენეტიკური ნიშნები ალერიულ დაავადებებთან, მაგალითად – ადამიანებს, ვინც დაიბადნენ შემოდგომაზე, გაზაფხულზე დაბადებულებთან შედარებით მაღალი რისკი აქვთ, დაავადნენ ეგზემათი.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ჯონ ჰოლოუეი ამბობს, რომ შედეგები ძალიან საინტერესოა.

„ვიცით, რომ დაბადების სეზონი ადამიანებზე მთელი ცხოვრების განმავლობაში აისახება. მაგალითად, უმეტესად, შემოდგომაზე და ზამთარში დაბადებულ ბავშვებს აქვთ დიდი რისკი, დაავადდნენ ასთმით,“ – განაცხადა ჰოლოუეიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g